საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში "იმიტირებული ქრონიკის" ეთერში გასვლის გამო "იმედს" სამაუწყებლო სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესხებ დღეს, ტუღუში ჟურნალისტებს ესაუბრა.
სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველომ უახლოეს წარსულში უკვე გადაიტანა ომი და ამ თემაზე მუშაობისას ჟურნალისტებს მეტი სიფრთხილე მართებთ.
"აქ სახეზეა სტანდარტის დარღვევა და ამის შემდეგ დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს თვითეულმა ჟურნალისტმა, რომელიც მსგავს სიუჟეტებს ამზადებს", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.