ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი დღეს რუსეთის ხელისუფლების დავალებით ალიანსის ხელმძღვანელობისგან "მოდელირებული ქრონიკის" განმარტებების გაკეთებას მოითხოვს.
როგორც როგოზინმა "მოდელირებული ქრონიკის" კომენტირებისას განაცხადა, ტელეკომპანია "იმედის" "ტელესიყალბე", სადაც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებაზე იყო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის "ფაბრიკაციაა".
"ტყუილისა და შოკისმომგრველი პროვოკაციის გზით სააკაშვილი აგრძელებს ძმური ქართველი და რუსი ხალხების დაპირისპირებას.", _ აცხადებს როგოზინი "ინტეფაქსთან" საუბარში.