დღეს, 15 მარტს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მოდელირებული "ქრონიკის" სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნის ინციატივას დააყენებს.
"აუცილებელია ფაქტის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიზნით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრები", - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, იმიტირებული "ქრონიკის" გამოშვებაში პრეზიდენტის ლიკვიდაციისა და სამხედრო ნაწილების დაუმორჩილებლობის შესახებ ინფორმაციის გასვლით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოხდა. ასევე დაირღვა დიპლომატიური ეტიკეტი, როცა გათამაშდა, თითქოს ელჩებმა განცხადებები გააკეთეს. მთლიანობაში ამ სიუჟეტით დარტყმა მიადგა ქვეყნის უსაფრთხოებას და რაც მთავარია, ეს იყო გუმართლებელი ფსიქოლოგიური ტერორი. ეს ყველაფერი შესაძლოა, მოწინააღმდეგემ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
"არ არის გამორიცხული "ქრონიკის" 13 მარტის მოდელირებული გამოშვება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სპეცოპერაცია ყოფილიყო. ამის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ გაერკვიათ, როგორ შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდეს, ასევე, დაძაბულობის პროვოცირება, რაც ფაქტობრივად უკვე მოხდა. კერძოდ, ცხინვალის რეჟიმმა გააკეთა განცხადება, თითქოს ე.წ. საზღვართან ქართული ჯარის გადაადგილება შეინიშნება", - განაცხადა დავითაიამ.