საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ პრობლემებთან წინააღმდეგ ბრძოლაში რომლებიც დღეს საქართველოს აწუხებს, მთავრი იარაღი მშვიდობა იქნება.
სააკაშვილის განცხადებით, არლოგიკური და ირაციონალურია რუსეთის მხრიდან იმის მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ომი უნდა, რადგან ყველაზე უკეთ მშვიდობის ფასი ქართველებმა იციან.
"ყოველი მშვიდობიანი დღე არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის ვიგებთ მშვიდობით და საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ მშვიდობით. ბრძოლას ვერ მოიგებ ძალადობით, შეიძლება დარტყმა მიაყენო, როგორც ეს ავღანეთის შემთხვევაში იყო, მაგრამ როგორც ვხედავთ დღეს ავღანეთში უამრავი პრობლემა არსებობს. ძალადობით ვერასდროს ვერ მოიგებ. ეს არ არის ჩვენი გზა. სამხედრო თვალსაზრისით ეპაქრო ქვეყანას, რომელსაც თავის მოქალაქეების სიცოცხლე არაფრად უღირს არარაციონალურია, თუმცა თუ საქმე ქართველი ერის ფიზიკურ გადარჩენის საკითხამდე მივა საქართველო ბოლომდე იბრძოლებს. მინდა დავამატო ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველმა პირმა სოფელ რაჭისუბანში "სოფლის პროგრამის" განვითარების ფარგლებში გარემონტებული კლუბი მოინახულა, აღნიშნული განცხადება სააკშვილმა რაჭისუბანში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.