საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი არ მიესალმება ქვეყანაში მიმდინარე
ეკონომიკური და აღმშენებლობით პროცესების ვარდისფერ სათვალეთი ყურებას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ის ადამიანები, ვინც საერთოდ ვერაფერ კარგს ვერ ხედავენ, თვითონ არ არიან არაფრის შემქნელები.
"ჩვენ გაგვიჩნდა ეკონომიკური წარმატების გამოცდილება, ძალიან არასრულყოფილი, მაგრამ ბევრი ქვეყანა, რომელმაც გადაიტანა ომი ამხელა იმპერიასთან, დედამიწის მეცხრედთან და ოკუპირებულია მისი ნაწილი და შეეხო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ჩამოიშლებოდა. 90 - იან წლებში ამის მეათედი არ მომხდარა და სავალუტო სისტემა ჩამოიშალა, ანაბრები დაიკარგა, პენსია-ხელფასი გაქრა ყველაფერი მოიშალა. გეხსომებათ რომ დანგრეული შენობებიდან აგურებს და ჯართს იპარავდნენ ამის გამო 15 წელი ჩვენი ძირითადი ექსპორტი იყო ჯართი. 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვაშენებთ უფრო დიდი ტემპით ვიდრე გვიშენებია მრავალ ათეული წლების განმავლობაში. არ ვარ მომხრე, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია ვარდისფერ ფერებში დავინახოთ იმიტომ, რომ ყველაფერის შენელების და მოდუნების საუკეთესო საშუალება, სწორედ ვარდისფერი სათვალით ყურებაა. ჯერ, მხოლოდ ერთი მეათასედი გაკეთდა იმისა, რაც არის გასაკეთებელი საქართველოში, მაგრამ როცა არაფრის დანახვა არ გსურს ეს ნიშნავს, რომ საქმე საქმეზე, რომ მიდგეს არაფრის შემქმნელი შენ თვითონ არ ხარ - როცა სხვის შრომას არ აფასებ და არაფრის დანახვა არ გინდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველმა პირმა სოფელ რაჭისუბანში "სოფლის პროგრამის" განვითარების ფარგლებში გარემონტებული კლუბი მოინახულა, აღნიშნული განცხადება სააკშვილმა რაჭისუბანში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.