ქვეყნის პირველმა პირმა სოფელ რაჭისუბანში "სოფლის პროგრამის" განვითარების ფარგლებში გარემონტებული კლუბი მოინახულა, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რაჭისუბანკს წელს დაფინანსება გაუორმაგდება.
"ესაა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე გამოვლინება, როცა ხალხი წყვეტს რაზე დახარჯოს ფული და ამაში მთავრობა არ ერევა. ადგილობრივ მოსახლეობაზე უკეთ არავინ იცის რა სჭირდება სოფელს, რა უჭირს, რა ულხინს.. წელს ჩვენ "სოფლის პროგრამის" დაფინანსებას გავაორმაგეთ", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.