საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტოს თვემდე მოაწერს - ეს განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პრემიერის პრე-სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისა და კარლ ბილდტის შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.