დღეს, 14 მარტს, კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისათვის" ტელეკომპანია "იმედის~ წინააღმდეგ სარჩელს წარმოადგენს.
კოალიცია ტელეკომპანიას გადაცემა "სპეციალურ რეპორტაჟში" გასული სიუჟეტის გამო უჩივის.
კოალიცია მიიჩნევს, რომ სიუჟეტით უხეშად დაირღვა მოქალაქეთა უფლებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და კანონი მაუწყებლობის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიციის ოფისში (თბილისი, ჯანაშიას ქ.#8) პრესკონფერენცია 12:00 საათზე გაიმართება.