მსოფლიოში ყველაზე მყარ და საიმედო ვალუტად შვეიცარიული ფრანკი სახელდება. აღნიშნულ დასკვნამდე რუსული „სბერბანკის" ანალიტიკოსები მივიდნენ.
საიმედო და მყარი ვალუტების სამეულში ასევე შედის ნორვეგიული და შვედური კრონი. მათ შემდეგ კი რეიტინგში მოდის ტაივანის, სინგაპურისა და მალაიზიის ეროვნული ვალუტები.
რუსული ბანკის ანალიზის თანახმად, საიმედოობისა და სიმყარის კუთხით აშშ-ს დოლარი ამ რეიტინგში მე-9 პოზიციაზეა, ხოლო რუსული რუბლი კი მე-11 პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან გაზეთმა „Financial Times"-მა ინვესტორებისათვის ყველაზე საიმედო ვალუტების ჩამონათვალი შეადგინა და 2013 წლის რეიტინგის თანახმად, ინვესტორებისათვის ყველაზე საიმედო ვალუტა ბულგარული ლევია. მათ ვინც მასში 2013 წლის იანვარში ფული დააბანდა, დეკმებრში 4,1 %-ის მოგება მიიღო.