უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსი ისევ დაეცა. 18 იანვრიდან ძალაში შევა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. რომლის მიხედვითაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0058 პუნქტით იქნება გაძვირებული, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0056 პუნქტით.
17 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.7678 ლარს შეადგენდა, ხოლო 18 იანვრის მონაცემებით კი ეს კურსი 1.7736 ლარი იქნება.
რაც შეეხება ევროს კურსს, 17 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 2.4072 ლარს შეადგენდა, ხოლო 18 იანვრისთვის კი ევროს კურსი 2.4128 ლარით განისაზღვრა.