დღეს, 13 მარტს, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი, სეპარატისტული აფხაზეთის შემდეგ, თბილისს ეწევა.
იგი თბილისში პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას შეხვდება.
აღნიშნული შეხვედრისას განიხილავენ ბოდენის ცნობილ დოკუმენტს. შესაძლოა, დიტერ ბოდენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც შეხვდეს.
ბოდენი სოხუმში შეხვდა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს და ალექსანდრე ანქვაბს.
გერმანელი დიპლომატი 1999-2002 წლებში საქარველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელი იყო.