,,ნაცმოძრაობა" პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის დღეს ჟურნალისტებთან და გუშინ ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს ეკონიმკურთ თემატიკაზე გაკეთბულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამეოდა.
,,გვსურს გამოვეხმაუროთ პრემიერის მიერ გუშინ და დღეს გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას, რომლებიც, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კერძოდ, პრემიერმა განაცხადა, რომ მის ხელისუფლებას დახვდა იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა და მოსახლეობის 54% დასაქმებული აგრარულ სექტორში. გვსურს შევახსენოთ პრემიერს, რომ ის რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს არაურბანულ დასახლებებში, წარმოადგენს უმძიმეს საბჭოთა მემკვიდრეობას, რომლის გამოსწორებასაც კიდევ ბევრი წელი დასჭირდება, და არა ,,ნაციონალური მოძრაობის" დანატოვარს. მეტიც, ,,ქართული ოცნების" მიერ გატარებული პოლიტიკა ამ მიმართულებით, კიდევ უფრო აღრმავებს ამ პრობლემას და დროში ახანგძლივებს მის მოგვარებას. რაც შეეხება იმპორტზე ორიენტირებას, საქართველოს ეკონომიკა უკანასკნელ წლებში იყო და დღესაც, ჯერ კიდევ, არის თავისუფალი. ის არ ყოფილა და ვერ იქნებოდა იმპორტზე ორიენტირებული, რადგან ასეთი ორიენტაცია თავისთავად აბსურდულია. მეტიც, თუ ხელისუფლება გააგრძელებს ასეთ ჰიპოტეთურ ორიენტაციასთან ბრძოლას ე.წ. 'ექსპორტის წახალისებით', ეს მხოლოდ ნეგატიურ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყნის ეკონომიკას", _განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განმარტებით, იმ დროს როცა ,,ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში იყო ქვეყნის ეკონომიკის ზრდა საშუალოდ შეადგენდა 6-7%-ს, ახლა კი ბევრად დაბალია.
,,პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა. გვსურს შევახსენოთ პრემიერ, რომ 2004-2012 წლებში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა საშუალოდ შეადგენდა 6-7%-ს მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მოხდა ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა აჭარის რეგიონზე, რუსეთის მხრიდან განხორციელდა ჯერ ენერგო, სავაჭრო და სატრანსპორტო ემბარგო, ხოლო შემდეგ სამხედრო აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხოლო 2007 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიოში დაიწყო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი. ქართული ოცნების ხელისუფლებისგან წინა წლების ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკას მხოლოდ მაშინ ჩავთვლით ლეგიტიმურად როდესაც ეს ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის იმ ტემპის მინიმუმ ნახევარს მაინც მიაღწევს, რაც წინა წლებში იყო", _განაცხადა ჯაფარიძემ.