2013 წელს საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული ტვირთების მოცულობამ 2 658,97 ტონა შეადგინა, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 16,15 %-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით გატარებულია 402,41 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2013 წელს 2 256,56 ტონა ტვირთის გადაზიდვაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს საქართველოს აეროპორტებიდან გატარებული ტვირთების მოცულობა, 2011 წლის მონაცემებთან შედარებით 23 %-ითაა გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები