2013 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ქართულ ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია. როგორც საქართველოს სამოქალქაო ავიაციის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2013 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების 19 %-ი Turkish Airlines-ზე მოდის. გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნების მიხედვით მეორე ადგილზეა ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი („აირზენა"), რომელმაც 2013 წელს 165 ათას 173 მგზავრი გადაიყვანა, რაც საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრების 12 %-ს შეადგენს. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" (flyuia) 2013 წელს საქართველოს აეროპორტებში მოემსახურა და დანიშნულების ადგილზე გადაიყვანა 147 ათას 623 მგზავრი, რაც საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრების 11 %-ია.
2013 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების 8%-ი თურქულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Pegasus Airlines-ზე მოდის. აღნიშნულმა ავიაკომპანიამ 2013 წელს 107 ათას 966 მგზავრი გადაიყვანა.
მგზავრთგადაყვანის მიხედვით, საქართველოს აეროპორტებიდან გატარებული მგზავრების რაოდენობის მიხედვით 6-6%-ის მფლობელები არიან ავიაკომპანიები Belavia და Sibir-ი.
მასალის გამოყენების პირობები