ანალიტიკურმა პორტალმა Price of Travel-მა დასვენებისათვის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ევროპის 51 ქალაქის რეიტინგი გამოაქვეყნა.
„Europe Backpacker Index 2014" შედგენილია, იმის მიხედვით თუ რა ღირს ამა თუ იმ ქალაქში დავენება. როგორც ირკვევა ყველაზე იაფად დასვენება ბუქარესტშია შესაძლებელია, სულ რაღაც 24,69 დოლარად. ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი, ანუ სადაც დასვენება ყველაზე ძვირია - ციურიხია, სადაც ერთი დღით დასვენება 123,6 დოლარადაა შესაძლებელი.
აღნიშნული ბიუჯეტი მოიცავს ერთი დღით, კარგი რეპუტაციის მქონე, ეკონომკლასის სასტუმროში გაჩერების ხარჯებს, ასევე ის მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით 2-ჯერად მგზავრობას, ღირსშესანიშნავი ადგილის ერთჯერად მონახულებას, 3-ჯერად იაფასიან კვებას და 3 კათხა ლუდსა თუ 3 ბოკალ ღვინოს.
როგორც „Europe Backpacker Index 2014"-დან ირკვევა, ბუქარესტის შემდეგ, დასვენებისათვის ყველაზე დაბალბიუჯეტიან ქალაქების რეიტინგში მოხვდნენ ასევე კიევი (მე-2 ადგილი), სადაც კვლევის მიხედვით ერთი დღის გატარება 25,61 დოლარია. მე-3 პოზიციაზეა სოფია 26,32 დოლარით; მე-4 პოზიციაზე - ბელგრადი 28,27 დოლარით; მე-5 პოზიციაზეა - კრაკოვი 28,87 დოლარით; მე-6 პოზიციაზეა - სარაევო 29,26 დოლარით; მე-7 პოზიციაზეა - ბუდაპეშტი 33,12 დოლარით; მე-8 პოზიციაზე - რიგა 33,21 დოლარით; მე-9 პოზიციაზე - სტამბული 35,89 დოლარით; ხოლო მე-10 პოზიციაზეა ვარშავა სადაც ერთი დღით დასვენება 37,29 დოლარადაა შესაძლებელი.