საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არიელ შარონის გარდაცვალების გამო, ებრაელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის გარდაცვალების გამო. არიელ შარონი ისრაელის გამორჩეული ლიდერი იყო. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელის უახლეს ისტორიაში. გულითადად ვუსამძიმრებ ჩვენს მოძმე ხალხს ამ დიდ დანაკლისს", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
არიელ შარონი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.