ევროზონის ეკონომიკის ნდობის ნაერთი ინდექსი დეკემბერში წინა 2 წელთან შედარებით მაქსიმუმით გაიზარდა. ექსპერტების განცხადდებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ეკონომიკის აღდგენა იწყება. ნაერთმა ინდექსმა 100 პუნქტი შეადგინა და ეს 2011 წლის ივლისიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2013 წლის ნოემბერში ინდესი 98,4 პუნქტი იყო. საბოლოო შედეგმა გადააჭარბა „ბლუმბერგის" ანალიტიკოსების მოლოდინს, რომლებიც 99,1 პუნქტს ვარაუდობენ. ზრდა დაფიქსირდა აბსოლიტურად ყველა სექტორში.
ეკონომიკური განწყობის ინდექსმა გერმანიაში 106 პუნქტი შეადგინა, ესპანეთში 100 პუნქტი, იტალიაში 96,2 პუნქტი,