ჰოლანდიაში გაყიდვაში მფრინავი ავტომობილი ჩაუშვეს. მოტოციკლის, ავტომობილისა და ვრტმფრენის ჰიბრიდს როგორც გზებზე გადაადგილება ასევე ფრენა შეუძლია. ეს უნიკალური გადაადგილების საშუალება კი 295 ათასი დოლარი ღირს. მფრინავი ავტომობილი 2 ადამიანზეა გათვლილი.
სულ რაღაც 8 წამში Helicycle Pal-V-ს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, თუმცა მისი მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ია.მფრინავ ავტომობილს აფრენიდან ცაში 350 კილომეტრი მანძილის დაფარვა, ხოლო მიწაზე მოწყობილობით 1300 კილომეტრი მანძილის დაფარვაა შეუძლი.
მფრინავ ავტომობილს ამ დროისათვის ანალოგი არ გააჩნია და როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ ის სამომავლო ტრადიციულ ავტომობილს ჩაანაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები