2013 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 604 231 000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე 24%-ით მეტია. სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი შემოსავლებმა 1 333 573 000 დოლარს მიაღწია, ზრდამ კი 26%-ს. მნიშვნევლოვანი ცვლილებაა მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილში. ამ მაჩვენებელმა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 6.6% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5.9% იყო. ამ პერიოდში ტურიზმის სფეროებში შექმნილი დამატებული ღირებულება 391.9 მილიონი ლარია, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 345 მილიონი ლარი იყო, ზრდა 14%-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები