პორტალი Tarbija24-ი დაბალფასიან სეგმენტში ყველაზე რეალიზებადი ღვინოების რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ესტონეთში დაბალფასიანი ღვინოებიდან, ანუ რომელთა ღირებულება 5-8 ევროს ფარგლებშია, მოთხოვნადი ქართული ღვინოცაა.
ირკვევა, რომ ესტონეთის ზოგიერთ ცნობილ სუპერმარკეტებში დაბალშემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი ღვინოებიდან, ქართული ღვინო მეორე პოზიციაზეა. უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულ საფასო სეგმენტში, ქართული ღვინოებიდან ყველაზე მოთხოვნადი კომპანია Old Tbilisi-ის პროდუქციიდან ნახევრადმშრალი Alazani Red და ნახევრადტკბილი Alazani Red-ია