28 დეკემბერს,  რეისით დუბაი-თბილისი,    აზერბაიჯანის  მოქალაქე ფ.გ.  ჩამოფრინდა, რომლის ბარგის და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თბილისის აეროპორტის თანამსრომლების მიერ აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: ფოტოაპარატი 2 ცალი, ლეპტოპი 2 ცალი, მობილური ტელეფონი 27 ცალი. საქონლის  საერთო  ღირებულებამ 18805 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა. 
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.