სარფში ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული, არადეკლარირებული ნივთები აღმოაჩინეს. კერძოდ, 29 დეკემბერს, ს.გ.პ. „სარფი"-ს  ტერიტორიაზე, თურქეთიდან საქართველოში საქართველოს  მოქალაქე ა.ი. შემოვიდა, რომელის ბარგის და ხელბარგის დათვალიერებისას სემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს. მათ შორის: ოქროს ყელსაბამი 3 ცალი, ოქროს სამაჯური 2 ცალი, ოქროს კულონი 1 ცალი, ოქროს ბეჭედი 1 ცალი, ვერცხლის ყელსაბამი 1 ცალი, ვერცხლის სამაჯური 2 ცალი, ვერცხლის კულონი 1 ცალი, ვერცხლის ჯვარი 2 ცალი.  საქონლის საბაჟო ღირებულებამ    4873.1 ლარი შეადგინა.
მოქალაქეს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10  ნაწილის შესაბამისად,  სანქციის სახით  შეეფარდა  ჯარიმა   4873.1 ლარი.