"საქართველოს ბანკი" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგს აქვეყნებს.
ბანკის ინფორმაციით, 2014 წლის 1 და 2 იანვარს, დახურული იქნება საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express და მეტროს სერვისცენტრები. საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრი 2 444 444 მიუწვდომელი იქნება 1 იანვარს, 2 იანვარს დილის 10:00 საათიდან კი ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებელს. მომხმარებელს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბერს. 31 დეკემბერს, საქართველოს ბანკის სერვისცენტრები მომხმარებელს გახანგრძლივებული განრიგით დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:30 საათამდე, მოემსახურებიან.
3 იანვრიდან, საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.