საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და რუს ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.
"დიდ მწუხარებას და აღშფოთებას გამოვთქვამ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელსაც ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ რუს ხალხს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო. საქართველოს მთავრობა გმობს ტერორიზმს, რომელსაც არც ეროვნება აქვს და არც საზღვრები და მზად არის, მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად იბრძოლოს ტერორიზმის - 21-ე საუკუნის ყველაზე საშიში მოვლენის წინააღმდეგ", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 35-მდე დაშავდა.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ბომბი მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოიყვანა.