„ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების წინააღმდეგ და "დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების" დასაცავად პერმანენტულ აქციებს ნახალწლევს ისევ დაგეგმავს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული სიმბოლური აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ უფრო აქტიურ მუშაობას ნაახალწლევს. შემდეგომ ბრძოლებში დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი შეძლებს, გადაარჩინოს ამ ქვეყანაში დემოკრატია და წაიყვანოს წინ ეს პროცესი", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისი თქმით, დღეს უამრავმა გაბრაზებულმა ადამიანმა ხელისუფლებას უთხრა, რომ მათი აღვირახსნილი ბოგინი ხალხისთვის სულერთი არ არის.
"უამრავი გაბრაზებული ადამიანი მოვიდა და უთხრა ხელისუფლებას, რომ ხალხისთვის სულ ერთი არ არის მათი უკანონო, აღვირახსნილი ბოგინი და მზად არის, დაიცვას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები", - განაცხადა თარგამაძემ.