ხელისუფლება ლურჯ მელიას ემსგავსება, - ამის შესახებ გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს შეიძლება გვდევნიან, მაგრამ ყველაფერს გავუძლებთ. ცხოვრება მიწყობილია ისე, რომ საზოგადოებას უყვარს გამარჯვებულები. ხელისუფლება ემსგავსება ქმედებებით ლურჯ მელიას", - განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, - "25 წლის მუტრუკი როდის გახდა ბავშვი, 31 წლის პრემიერი ჭოჭინით ვატაროთ, თუ გადავაყენოთ? 25 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაული არ შეიძლება შერჩეს პროკურორს და არ შეიძლება ამ პროკურორმა ჩვენ გაგვასამართლოს".
უგულავამ ასევე განაცხადა, რომ თუ ის დამნაშავეა სასამართლომ უნდა გაასამართლოს.
„თუ დამნაშავე ვარ, გამასამართლოს სასამართლომ. პასუხისგებას არ გავექცევი. თუ დღეს არ გაჩერდება ეს ხელისუფლება და არ შეწყვეტს უკანონო ქმედებებს, შეიძლება ხვალ გვიან იყოს. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ დემოკრატიის ეროზიას და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს", - აღნიშნა უგულავამ.