საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვანეთში იმყოფება. მან მესტიაში მდებარე მშენებარე სასტუმრო მოინახულა და სასტუმროს მეპატრონისგან პირადად მოისმინა ის გეგმები, რომელიც ტურისტების მოსაზიდად გააჩნია.
სასტუმრო ექსპლუატაციაში 2014 წლის გაზაფხულზე შევა, 2014 წლის ზაფხულში კი 100 სტუმრის მიღებას შესძლებს. ობიექტის ამოქმედების შემდეგ დასაქმდება 50-მდე ადგილობრივი მცხოვრები.