საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ „ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია". ამის შესახებ პრემიერმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში„ განაცხადა.
"ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია. დავუშვათ, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება არის სიმართლე, თუ ის ციხიდან გაიტაცეს შაბათს, რატომ გავიგეთ ეს ყველაფერი სამშაბათს, მაშინ, როცა შაბათსაც, კვირასაც და ორშაბათსაც მასთან შესული იყო ადვოკატი?! მართალი კაცი შაბათსვე ატეხდა მთელ ამბავს. ასე რომ, მისი განცხადება ლოგიკასთან არ მოდის შესაბამისობაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, - „ ჩვენ არ ვართ ასეთი მიამიტები, რომ მათ პროვოკაციებს წამოვეგოთ".
პრემიერის განმარტებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო მერაბიშვილის განცხადებაზე აწარმოებს შიდა მოკვლევას.