მთავარ პროკურორს Lexus LX 570 ჰყავს, რომლის ღირებულება 174 575 ლარს შეადგენს. ოთარ ფარცხალაძისთვის გამოწერილი „ლექსუსი"-ს მარკის ავტომობილის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაცია გოკა გაბაშვილმა გამოაქვეყნა.
დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე მეტი თვალსაჩინოებისთვის ფოტოსურათიც წარადგინა. მისი მტკიცებით, დოკუმენტი, რომელიც მას გააჩნია 2013 წლის 10 დეკემბრით თარიღდება.
"მაშინ, როცა პროკურატურა მთავარი პროკურორის დაბადების თარიღს ვერ ადგენს და ყველამ იცის, რომ პროკურორის დიპლომი მას ნაყიდი აქვს, მთავარი პროკურორი ამ კვირაში ამ ფასიან მანქანას ყიდულობს. ეს არის სითავხედის ზღვარი" - აცხადებს გოკა გაბაშვილი.