ცენტრალურმა მთავრობამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ციტრუსის დაბინავებისთვის 12 მლნ ლარი გამოიყო. თანხა „ნარინჯისფერი რთველის" სუბსიდირებისთვის, მთავრობის სარეზერვო ფონიდან გამოიყო. როგორც ცნობილია აჭარის ბიუჯეტში არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებისთის 1,8 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით კი სტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება მოხდება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია 40 000 ტონამდე ციტრუსი. მათ შორის რუსეთის მიმართულებით გატანილია 11 800 ტონა. წლის ბოლომდე ექსპორტზე გავა 50-60 ათას ტონამდე მანდარინი.