საქართველოს უშიშროების ყოფილი მინსტრი ვალერი ხაბურძანია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ოთარ ფარცხალაძეზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ხაბურძანია აღნიშნავს, რომ უსუფაშილისგან ასეთ განცხადებას არ ელოდა.
"მე მესმის რომ კოალიციის შენარჩუნება სასიცოცხლო ამოცანაა, მაგრამ ამ ნაბიჯებით მისი დაშლა უფრო არ დაჩქარდეს. შენც დავით? არ ველოდი... ამ ადამიანმა სწორი შენიშვნა მომცა შორეულ 1990-იან წლებში, წმინდა დისციპლინური და მე დავტოვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. დათო ყოველთვის პრინციპული კაცი იყო, მაგრამ პოლიტიკას ასე მეც კი არ გავუფუჭებივარ", - ამბობს ხაბურძანია.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძეს სამართლებრივად ნასამართლეობა არ გააჩნია. , ,,ბატონი ფარცხალაძე ამ კონკრეტულ სიტუაციაში რაშია ბრალდებული, რომ მას ჰქონდა 12-13 წლის წინ გერმანიაში გარკვეული პრიბლემები სამართალდამცავ სისტემასთან, რომელიც მალევე მოგვარდა. მას შემდეგ არც ამ სახელმწიფოს აქვს მის მიმართ პრობლემები და ასე უპრობლემოდ მოგზაურობს ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც. სამართლებრივად მას ნასამართლეობა არ გააჩნია და თუ მას სამართლებრივად როდესმე პრობლემა ჰქონდა, ეს პრობლემა ჰქონდა მაშინაც, როცა წინა ხელისუფლების დროს პოლიციაში მუშაობდა. თუმცა ჩვენთვის ეს არ არის სტანდარტი და არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ თქვენთანაც ხომ მუშაობდა და დააჯილოდვეთ კიდეც. მე მქონდა პრემიერ მინსიტრთან საუბარი და მე მივიღე მისგან მყარი და მკაფიო პასუხი, რომ ყველაფერი წესრიგშია ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. არაფერი არ არსებობს არც მორალური და არც სამართლებრივი კუთხით, რაც ეჭვს იწვევს მის საქმიანობაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ თუკი ნასამართლეობაზეა საუბარი,ზვიად ძიძიგური ნასამართლევი კი არა სიკვდილმისჯილების საკანშიც იჯდა.
მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ თბილისს მერმა გი უგულავამ საგანგებო0 პრეკონფერნციაზე განაცხადა. მის ინფორმაცით, საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა.