საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანაშრომლობას გულისხმობს. ამის შესახებ ზალკალიანმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც დეპუტატებს ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
,,აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორების სამხედრო თანამშრომლობასა და დახმარებას, რომელთა შორისაც არის საქართველო", _განაცხადა ზალკალიანმა.