ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონი გასართობი ღონისძიებით გაიხსნა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანის პარკის ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართა. დღის განმავლობაში მუსიკალური გაფორმების ფონზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახისმხიარული შეჯიბრებები, მათ შორის ციგით სრიალი, გუნდის მიზანში სროლა, კეგლი და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა მსურველს ადგილზე წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით. გამარჯვებულები ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ წინასწარ მომზადებული სასაჩუქრე ნაკრებით დაჯილდოვდნენ.
სადღესასწაულო დეკორაციით მორთულ ტერიტორიაზე ბარმენები სტუმრებს გლინტვეინით, კარამელში ამოვლებული ვაშლითა და კაკაოთი მთელი დღის განმალობაში უმასპინძლდებოდნენ.
დღის ბოლოს გაიმართა ნაძვისხის სახალხო მორთვა. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.