თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტოს დაფუძნება 2014 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე იგეგმება. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობამ დიდი დრო წაიღო.
„სამწუხაროდ, კანონის შემუშავებაში დიდი დრო წავიდა. პირდაპირ გეტყვით, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, რადგან არასწორად მიღებულ კანონს შეიძლება ნეგატიური შედეგი გამოეწვია. ამიტომ მაქსიმალურად ღია განხილვები გვქონდა. ბოლო შენიშვნები მივიღეთ მსოფლიო ბანკისგან და განვიხილავთ. წლის ბოლომდე კანონ-პროექტი პარლამენტში შევა და ალბათ, პირველი კვარტლის ბოლოსთვის სააგენტო დაფუძნდება", - განაცხადა მინისტრმა.