დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, ამ ეტაპისათვის საქართველოს დელეგაციის სრული შემადგენლობა დადგენილი არ არის.
„მე ვემზადები ამ ვიზიტისთვის. გარდა ამისა, მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიების ვიზიტების დაგეგმვა. ინტერესი დიდი, დაახლოებით, 50-მდე წინადადება გვაქვს სხვადასხვა კომპანიებისგან, ასე რომ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს"- განაცხადა მინისტრმა.
როგორც ცნობილია დავოსის ეკონომიკური ფორუმი 2014 წლის იანვარში უნდა გაიმართოს.