ამერიკული გამოცემა „The Nation" იუწყება, რომ აშშ-ს პრეზიდენტი შესაძლოა მალე მეუღლეს გაეყაროს.ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ობამა მეუღლესთან მხოლოდ და მხოლოდ შვილებისა და პოლიტიკური კარიერის გამო რჩება.
გამოცემის ინფორმაციით, მიშელ ობამამ განქორწინების შესახებ კონსულტაციები იურისტებთან უკვე გაიარა და ამჟამად ცალკე საცხოვრებლად გადასვლისთვის ემზადება.
„The Nation" ამტკიცებს, რომ მეუღლეთა შორის არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა ნელსონ მანდელას პანაშვილზე აშშ-ს პრეზიდენტის საქციელმა, სადაც ის დანიის პრემიერ-მინისტრთან ჰელე ტორნინგ-შმიდტთან არის დაფიქსირებული.