უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინის დაშლა აფხაზური სცენარის მიხედვით იწინასწარმეტყველა.
მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან რუსეთის მიმართ წარმოებული ცალმხრივი პოლიტიკა სახელმწიფოს დაშლამდე მიდის.
„რას აძლევს უკრაინას ცალმხრივი პოლიტიკა, რომელსაც ის რუსეთის მიმართ ახორციელებს? ის ვასალური გეგმის ფორმირებას ახდენს",_ განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.
მისივე თქმით, უკრაინას რუსეთთან ასევე აქვს „კოლონიალური საგაზო ხელშეკრულება", რომელზეც პასუხისმგებლობა არც ერთ პარტიას არ მიუღია.
ამას გარდა, ვიქტორ იუშჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ უარი თქვა ევროპულ პოლიტიკაზე და თავისი ტერიტორია 25 წლის უცხო ქვეყნის ფლოტს გადასცა. მან ასევე შეაჩერა ევროინტეგრაცია.
„ასე რომ ეს ფაქტორები შეიძლება მივიდნენ კოლონიზაციამდე, შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციამდე, ფედერალიზაციამდე, ნაიცონალიური რეფერენდუმების ინიციატივამდე, „ყირიმის ბანქომდე" ჩრდილოდონეცკურ ან ხარკოვრ ინიციატივებამდე ... და ამით ჩვენ აფხაზეთის ან სახრეთ ოსეთის სცენარით წავალთ", _ აცხადებს ვიქტორ იუშჩენკო.