ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანს 1-2 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტების ფარგლებში ოთხ პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.
მათ შორის არის შემდეგი საკითხები: სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადების გაუმჯობესება; სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა.
ევროკომისიის პრეზიდენტი 1-ელ ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, ხოლო 2 ივლისს ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეები განცხადებებს გააკეთებენ და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ.