გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ვადა 2015 წლის 1 მარტამდე გადაიწევს. ცვლილება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" კანონში შედის. როგორც ირკვევა, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ვადამ განსაზღვრული ტვირთამწეობისა და განსაზღვრულ საქმიანობაზე გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, კერძოდ, იმ ავტოტრანსპორტისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ და რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე გადაიწევა.
მასალის გამოყენების პირობები