საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთს არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამდე მთელი ქართული ერის მიმართ სურს ტერაქტის მოწყობა. ამის შესახებ სააკაშვილმა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს მის წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმება.
"მას შემდეგ, რაც რუსეთის პრემიერი ჩემი სხეულის ნაწილებით დაინტერესდა, მეგობრები მირჩევდნენ, დამეჯავშნა ეს ნაწილები, რომ პუტინს არ გადავყროდი. აქ საუბარი არ არის კონკრეტულად ჩემზე, საუბარია ქართველ ერზე. ჩვენ თავისუფალი ერი ვართ და ამ ერს ვერასდროს მოკლავენ", - განაცხადა სააკაშვილმა.