საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო კომისიის სხდომა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზერბაიჯანში პირველ ვიზიტამდე ვერ შედგება.
ვიზიტისას შედგება. როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, სხდომის ჩატარების ვადაში გადაწევა ქართული მხარის მოთხოვნით მოხდა, რათა ის მარგველაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს დამთხვეოდა, თუმცა ტექნიკურად ამის აწყობა ვერ მოხერხდა.
„ერთის მხრივ საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა ამ კომისიის ფორმირება და ასევე მეორეს მხრივ მთავრობის წევრების საქმის კურში ჩაყენება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ მხარეებმა გადაწყვიტეს სხდომის გამართვა, 2014 წლის დასაწყისისთვის გადადებულიყო"- აცხადე3ბენ აზერბაიჯანი მთავრობაში.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტს 26 დეკემბრისთვის გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ კომისიის სხდომის ჩატარება 2013 წლის პირველ ნახევარში იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაიდო. რაც შეეხება კომისიის ბოლო სხდომას ის 2012 წლის 20 დეკემბერს თბილისში შედგა.