22 დეკემბერს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ექიმ-ნევროლოგმა, რეაბილიტოლოგმა მიხეილ სანდლერმა ქ. ბათუმში, შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის" ბაზაზე ჩაატარა უფასო სამედიცინო გამოკვლევები.
აქციის ფარგლებში სამედიცინო გასინჯვა ჩაუტარდა 3-დან 18 წლამდე ბავშვებს. მოზარდები შემოწმდნენ ხერხემლის დაავადებებზე და ბრტყელტერფიანობაზე. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს მიეცათ რეკომენდაცია.
უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მიხეილ სანდლერის ინიციატივით, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხადაჭერით.