მხარეთა მონაწილეობის გარეშე განეხილა, თუმცა ამ უფლებამოსილების უგულავას საქმეში გამოყენება შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სასამართლოს შეცდომა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დირექტორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე დედაქალაქის მერის გიგი უგულავასთვის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, „ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ მერის თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში კანონმდებლობა საკმაოდ ბუნდოვანია.
„უგულავას საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოება ცალსახაა. ერთი ის რომ, კანონმდებლობა საკმაოდ ბუნდოვანია მერის თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მენაბდემ.
მენაბდე სასამართლოს შეცდომად მიიჩნევს საქმის განხილვას მხარეთა მონაწილოების გარეშე.
„ფორმალურად მოსამართლეს ჰქონდა უფლება ეს საქმე მხარეთა მონაწილეობის გარეშე განეხილა, თუმცა ამ უფლებამოსილების უგულავას საქმეში გამოყენება შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სასამართლოს შეცდომა", - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანის არ სეფასებას მისცემენ ფატქს ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
„პროკურატურის საქმიანობის მიმართ არსებული კითხვების გათვალისწნებით აუცილებელია ვიფიქროთ, რა შეფასებას მისცემენ ამ ფაქტს ევროკავშირის წევრი ქვეყნები", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მენაბდემ.