ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის პირდაპირ ეთერში იმ ადამიანების გვარები დაასახელა ვინც მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. უგულავას განცხადებით, საქმეში ნიკო ხაჩირაშვილის. ნინო თევდორაძის და რაფავას ჩვენებები დევს.
"გიორგი მელაძის დაკითხვა პროკურატურას ადრეც შეეძლო, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვისი ჩვენებით ხდება ეს ვაკჰანალია, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არიან სუბიექტები რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობიდან" გადაიბარგეს "ოცნებაში". ესენი არიან, ხაჩირაშვილი, რაფავა, ნინო თევდორაძე. ამ სამმა ადამიანმა დაწერილ ჩვენებებს მოაწერეს ხელი. მათი ჩვენებები დევს საქმეში და მათ მთელი გაჰყვებათ ის უზნეობა რაც ჩაიდინეს", - აცხადებს გიგი უგულავა.