დღეს, 21 დეკემბერს 11:00 საათზე, „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საზოგადოებას ფინანსთა სამინისტროს ერთი წლის მუშაობის შედეგებს გააცნობს.
წლის შემაჯამებელ შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკური სფეროს ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი და საფინანსო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.