საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანის განმარტებით, ევროკომისიის ხელმძღვანელის ჰერმან ვან რომპეის განაცხადება კარგი დასაწყისი და სტიმულია იმისთვის, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გახდეს მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაჭავარიანმა განაცხადა ამ კუთხით საქართველო ევროკავშირის მხრიდან აქტიური ნაბიჯებს ელოდება.
,,ჩვენ ველოდებით აქტიურ ნაბიჯებს ევროკავშირის მხრიდან, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ჰერმან ვან რომპეის განცხადება კარგი დასაწყისი და სტიმულია იმისთვის რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გახდეს მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაჭავარიანმა.
მისვე განმარტებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირისთვის გარკვეული ბიძგი იყო, საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დასაჩქარებლად.
,, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის დროს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ჰერმან ვან რომპეისთან ასევე ევროკომისარ ბაროზოსთან და უკრაინასთან მიმართებაში განვითარებული მოვლენები ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ბიძგი იყო იმისთვის, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებით მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა რაც შეიძლება მოკლე დროში. საქართველომ კი თავისთავზე აიღო ვალდებულება, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს შეუწყობთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარებას", _განაცხადა მაწავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირს სურს საქართველოსთან ასოცირების შესახებ უკვე პარაფირებულ შეთანხმებას ხელი 2014 წლის აგვისტომდე მოაწეროს, - განაცხადა დღეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჰერმან ვან რომპეიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფრენციაზე, სადაც ევროკავშირის სამიტის შედეგები შეაჯამა."სურვილს დაუახლოვდნენ ევროკავშირს იზიარებენ საქართველოსა და მოლდოვას მოქალაქეები, ჩვენ გვსურს დავაჩქაროთ შეთანხმების ხელმოწერა და გავაფორმოთ დოკუმენტები აგვისტომდე", - განაცხადა რომპეიმ.
საქარველომ და მოლდოვამ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ვილნიუსში ევროკავშირთან შეთანხმების პარაფირება 2013 წლის ნოემბერის ბოლოს მოახდინეს.