თბილისის იუსტიციის სახლში სადაც პარალმენტის ბიუროს სხდომა მიმდინარეობს პარალმენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ,,ნაცმოძრაობას" მოუწოდა შეწყვიტონ ბოიკოტი და პარლამენტში მუშაობის პროცესს დაუბრუნდნენ.
,,დღევანდელ ბიუროს სხდომას კვლავ არ ესწრება საპარლამენტო უმცირესობა. გუშინ საღამოს შეხვედრა მქონდა უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან, არის გარკვეული საკითხები, რის გამოც მათ თავი შეიკავეს ბიუროს სხდომაში მონაწილეობისგან. თუმცა შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში კიდევ გვექნება კონსულტაცია. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მათ, დაუბრუნდნენ პარლამენტს და გავაგრძელოთ მუშაობა", _განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, დაახლოებით, 23 დეკემბრისთვის რიგგარეშე სხდომის დანიშვნისკენ მოუწოდა, რადგან დეპუტატებს ჯერ კიდევ ბევრი საკითხი აქვთ განსახილველი.
შEგახსენებთ, რომ დღეს, 20 დეკემებრს, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხურება.
საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს.
საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება. სხდომა თბილისში, იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.