"სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის გამცხადებით, სხვა ქართველ ოპოზიციონერებს რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე შუამდგომლობის გაწევას არ აპირებს. ამის შესახებ ნოღაიდელმა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.
"ვიცი, რომ მოსკოვში საკმაოდ ბევრი ვიზიტი მზადდება. ჩემი შუამავლობა არავის სჭირდება. მე არ ვარ ტურ-სააგენტო, რომ ჩემი მეშვეობით ვინმე იქ ჩავიდეს. ცხადია, თუ ვინმე ამ მიმართულებით მხარდაჭერას გვთხოვს, უარს არ ვეტყვით", - განაცხადა ნოღაიდელმა და აქვე დასძინა, რომ მსგავსი თხოვნით ამ დრომდე მისთვის არავის მიუმართავს.
"სამართლიანი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, მოსკოვში ვიზიტებს არა მხოლოდ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი, ასევე სხვა პოლიტიკოსებიც გამართავენ.