ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას პირადად დაათვალიერებს, ამის შესახებ, მინისტრმა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კვირიკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე მუშახელის გაფიცვის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს.
,,ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობას რაც შეეხება იქ დროდადრო პრობლემატური საკითხები ყოველთვის არის. მენეჯმენტი ძალიან აქტიურად მუშაობს და ვფიქრობთ, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ იქნება. მე უახლოეს მომავალში, ვგეგმავ, რომ დეტალურად დავათვალიერო მიმდინარე მშენებლობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა