ნაცვლიშვილი მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთავაზობდა", _ამის შესახებ, კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, სადაც მასსა და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
"ლაშა ნაცვლიშვილმა საქმის მთავარი მოწმის რამაზ სულამანიძის პირით შემომითვალა, თუ პროკურატურას ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას მივცემდი, ჩემ მიმართ პროკურატურა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებას გამოიტანდა. ეს ხდებოდა 19 აპრილის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე. მე ამაზე რა თქმა უნდა უარი განვაცხადე და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. მე და ვანო მერაბიშვილი აღმოვჩნდით ციხეში და დღესაც ბრალდებულის სახით მიწევს პროცესებზე დასწრება", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები